BSB Presentation

Post on 30-Jun-2015

247 views 5 download

description

Black Sea Brokers - Your Insurance Broker & Consultant

Transcript of BSB Presentation

Black Sea Brokers

თქვენი სადაზღვევო ბროკერი & კონსულტანტი

რა არის BSB ?

BSB არის “საქართველოს ეროვნული ბანკის” მიერ ლიცენზირებული (# 012006, 13 ოქტომბერი 2011 წელი) სადაზღვევო საბროკერო კომპანია.

BSB ეხმარება კლიენტ კომპანიებს:

საკუთარი სადაზღვევო საჭიროებების და სადაზღვევო რისკების ზუსტად და სრულფასოვნად შეფასებაში

მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი სადაზღვევო პროდუქტის და სადაზღვევო კომპანიის შერჩევაში

სადაზღვევო კომპანიასთან სადაზღვევო ხელშეკრულების მაქსიმალურად სარგებლიანად გაფორმებაში

რატომ BSB ?

BSB მართავენ სადაზღვევო საქმის პროფესიონალები 19-წლიანი გამოცდილებით

BSB ფლობს სრულ, ახალ და რეალურ ინფორმაციას სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის, სადაზღვევო კომპანიების და სადაზღვევო პროდუქტების შესახებ

BSB სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობებში წარმოადგენს კლიენტის მხარეს და იცავს მის ინტერესებს

BSB დაზღვევის პერიოდში კლიენტს უწევს უფასო კონსულტაციებს და ეხმარება კუთვნილი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალურად სწრაფად მიღებაში

დაზღვევის სახეობები

BSB საქმიანობა მოიცავს დაზღვევის ყველა სახეობას. მათ შორის:

ჯანმრთელობის დაზღვევა ავტომობილების დაზღვევა ქონების დაზღვევა პასუხისმგებლობის დაზღვევა ფინანსური რისკების დაზღვევა ტვირთების დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოების დაზღვევა სიცოცხლის დაზღვევა

რას გთავაზობთ BSB ?

BSB კლიენტებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:

სადაზღვევო კონსალტინგი და არსებული რისკების ანალიზი

სადაზღვევო ტენდერების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება

სადაზღვევო ხელშეკრულების მონიტორინგი და ზარალების ანაზღაურებაში დახმარება

რას ნიშნავს კონსალტინგი ?

BSB ახორციელებს კლიენტების უწევს კონსულტაციებს შემდეგ საკითხებზე:

კლიენტის სადაზღვევო საჭიროებების განსაზღვრა და რისკ-ფაქტორების მართვა

კლიენტის რეალური სადაზღვევო მოთხოვნების ჩამოყალიბება

კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით სადაზღვევო კომპანიებისათვის დამატებითი სადაზღვევო მოთხოვნების განსაზღვრა კლიენტის ინდივიდუალური რისკების დაზღვევისათვის

რას ნიშნავს ტენდერის ორგანიზება ?

BSB კლიენტის კონკრეტული სადაზღვევო საჭიროებების უზრუნველყოფის და საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტის შერჩევისათვის ახორციელებს შემდეგ სერვისებს:

სატენდერო პირობების შედგენა

ტენდერის ჩატარება

სადაზღვევო კომპანიის / პროდუქტის შერჩევა

ტენდერში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან სადაზღვევო პირობების შეთანხმება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება

რას ნიშნავს მონიტორინგი ?

BSB ახორციელებს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესის სრულ მონიტორინგს, კერძოდ:

მხარეთა ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცესის კონტროლი

წარმოშობილი სადაო საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება

რას ნიშნავს ზარალის დარეგულირება ?

BSB ახორციელებს ზარალის დარეგულირების პროცესში კლიენტისთვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების გაწევას და წარმომადგენლობას:

სადაზღვევო კომპანიის ინფორმირება

საჭირო დოკუმენტაციის მომზადება

კომპანიასთან კლიენტის სახელით ურთიერთობების მართვა

კლიენტისათვის სადაზღვევო კომპანიისგან კუთვნილი სადაზღვევო ანაზღაურების უმოკლეს ვადებში გადაცემა

მართვა და პარტნიორები

გიორგი გიგოლაშვილი - მმართველი პარტნიორი

სადაზღვევო სისტემაში მუშაობს 1993 წლიდან

განათლება მიღებული აქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი

ავტორი წიგნისა ‘სადაზღვევო საქმე’

მართვა და პარტნიორები

ლევან კალანდაძე - კონსულტანტი და პარტნიორი

სადაზღვევო სისტემაში მუშაობს 1993 წლიდან

მუშაობდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ

მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ექსპერტად.

ავტორი წიგნისა ‘სადაზღვევო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი’ (1998 წ., 2011 წ.)

მართვა და პარტნიორები

კომპანია ‘ბიზნესის მართვის ბიურო’- პარტნიორი

მართვა და კონსალტინგი:

სტრატეგია, მართვა, ორგანიზაცია კორპორატიული ფინანსები და ფინანსური მართვა რისკების მართვა მენეჯმენტის ინფორმაციული უზრუნველყოფა მარკეტინგი და გაყიდვები საბანკო მენეჯმენტი საგადასახადო და საბაჟო საკითხები ბიზნესის იურიდიული მომსახურება

www.bmbureau.com

მისამართი: საქართველო, თბილისი 0160, იოსებიძის ქუჩა # 61

ოფისი:  (+995 32) 2 37 03 13

GSM:  (+995) 5 93 51 20 52

E-mail:  info@bsb.ge

www.bsb.ge

ბლექ სი ბროკერს

კონტაქტი

Black Sea Brokers

თქვენი სადაზღვევო ბროკერი & კონსულტანტი

წარმატებებს გისურვებთ !